ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სპორტული შეჯიბრებები გაიმართა მძლეოსნობაში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბაგირის გადაწევაში.
ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა, საპნის ბუშტების შოუ, გაიმართა „ფლეშმობი“, სახის მოხატვა.
კულტურის სახლის დიდ დარბაზში მაყურებელთა წინაშე თოჯინების თეატრი წარსდგა სპექტაკლით ,,ტყისბინადარი’’.
გაიმართა დგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი.
საღამოს მაყურებელთა წინაშე ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები ’’ წარსდგნენ.
ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.