30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილმა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 135-მა ბენეფიციარმა მიიღო. უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები. ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მომავალშიც გეგმავს საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.