30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ მერის მოადგილეებთან და საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 135 მა ბენეფიციარმა მიიღო. უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, ასევე გადაეცათ შავი ზღვის ტერმინალის (ყულევის) სასურსათო პაკეტები.