ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს უმწეოთა სასადილოს ბედეფიციარებს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ასევე ბენეფიციარებს საჩუქარი გადასცა შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენელმა ქეთინო ოდიშარიამ. ბიზნესმენმა და ახალი ხიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ნადარაიამ, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ხუთ მრავალშვილიან ოჯახს 150-150 ლარი გადასცა. მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წარმომადგენლებმა ზემო ქვალონის, ახალი ხიბულის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სამ ოჯახს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.