29 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ქ.ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარები მოინახულეს, მათ მიულოცეს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და 120 ბენეფიციარს ტრადიციული სააღდგომო საჩუქრების პაკეტი გადასცეს.