2016 წლის 26-28 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმერ მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ( სასომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრები გუნდები, სულ 270 მონაწილე), რომელშიც მონაწილეობა მიიღო და წარმატებით იასპარეზა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდმა. მწვრთნელ-მასწავლებლები:სურაჯ გვასალია, ალმასხან ხუნჯუა.
63 კგ წონით კატეგორიაში მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა ნიკა ყორშია, მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ 46 კგ წონით კატეგორიაში კორნელ კონჯარია და 58 კგ წონით კატეგორიაში გოგა პერტახია. სპეციალისტთა ყურადღება და მოწონება დაიმსახურა 69 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ გოგოხიამ, რომელმაც მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა მესამე ადგილისთვის.
ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს მედლებითა და დიპლომებით.