მარტყოფში, ქვემო ქართლის თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის თამაზ გველუკაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. ღია პირველობაში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის ცხრა სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე) მონაწილეობდა, შვიდმა მათგანმა (მწვრთნელები: ბაკურ ბუკია, ალმასხან ხუნჯუა) საპრიზო ადგილი დაიკავა. I - ადგილი მიშიკო ალექსანდრია 35 კგ. წონითი კატეგორია; I - ადგილი ირაკლი ნაკაშია 58 კგ. წონითი კატეგორია; I - ადგილი გოგა პერტახია 63 კგ. წონითი კატეგორია; I - ადგილი კოტე სიჭინავა 73 კგ. წონითი კატეგორია; II - ადგილი თემურ გოგოხია 76 კგ. წონითი კატეგორია; III - ადგილი გიორგი აგუმავა 47 კგ. წონითი კატეგორია; III - ადგილი კორნელი კონჯარია 58 კგ. წონითი კატეგორია. პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.