ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა წყალმომარაგების ქსელის მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
წყალმომარაგების ქსელის ორ - 1600მ. და 2500 მ. უბანზე ჩატარდა ჰიდრავლიკური ტესტირება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია ქსელში ნორმით გათვალისწინებული წნევით წყლის მიწოდება, ასევე განხორციელდა წყლის სისტემის დეზინფექციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.