თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა“ 130 ერთეული წიგნი შეიძინა. წიგნადი ფონდის განახლება ეტაპობრივად ხორციელდება და ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე გამოცემული მრავალფეროვანი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურით.