17 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ხობისწყალზე მშენებარე საცალფეხო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.
პროექტს, რომლის ღირებულებაც 68 144 ათასი ლარია შპს „შარა გზამშენ პირველი“ ახორციელებს. სამუშაო სამ დღეში დასრულდება.