ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 23 ნოემბერს კლუბ „ბასაში“ დასრულდა 2008 წელს აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეექვსე გათამაშება ბილიარდში. ერთკვირიან შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 32 მოთამაშემ. ტურნირის ბოლოს გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები: ყველაზე უხუცესი მონაწილის პრიზის მფლობელი ლადო ალანია გახდა; ყველაზე ახალგაზრდა მონაწილედ სანდრო ჩიტაია დასახელდა; პერსპექტიულ მოთამაშედ აღიარეს თემურ სირაძე. ტურნირზე მე-3 ადგილი მოიპოვა თემურ წურწუმიამ, მე-2 ადგილზე გავიდა გოჩა კიზირია, ტურნირის ღირსეული ჩემპიონი და მიხეილ იოსავას სახელობის თასის მფლობელი ლუკა ლოლუა გახდა, რომელსაც საჩუქრად გადაეცა ღვთისმშობლის ხატი და მიშიკო იოსავას ოჯახის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი.