28 ოქტომბერს კინოთეატრ ,,თუთარჩელას" ბილიარდის დარბაზში სტარტი აიღო განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ღია პირველობამ ბილიარდის ორ სახეობაში ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა".ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 32 მობილარდე მონაწილეობს, (მწვრთნელ-მასწავლებელი ლერი ბასილაია). ფინალური შეხვედრა 31 ოქტომბერს გაიმართება.