8 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მ. ლაგვილავას 2016 წლის 17 ივნისის N41/11 განცხადების განხილვა (ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ შემადგენლობაში ცვლილების შესახებ);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კ. კაკულიას 2016 წლის 17 ივნისის N304 განცხადების განხილვა (სამანდატო - საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიებში გაწევრიანების შესახებ);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლ. ცატავას 2016 წლის 6 ივლისის N47/08 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური დაკერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N69 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ და „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 6 ივლისის N04/1573 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე).