30 დეკემბერს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 12 დეკემბრის N06/1812 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დირექტორის გ. თათარიშვილის 2013 წლის 12 დეკემბრის N142 წერილის განხილვა (წინადადება სახელფასო სარგოს განსაზღვრის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის ბ. ნადარაიას 2013 წლის N228 წერილის განხილვა (წინადადება საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოების განსაზღვრის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მ/შ ე. კვიკვინიას 2013 წლის 19 დეკემბრის N497 წერილის განხილვა (გაერთიანების წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 20 დეკემბრის N06/1872 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 27 დეკემბრის N06/1931 წერილის განხილვა (,,ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2013 წლის 27 დეკემბრის N06/1931 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
8. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ აღსაზრდელთა მშობლების შენატანის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N59 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)