23 იანვარს გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის დირექტორის ხ. ხორავას 2014 წლის14 იანვრის N2 წერილის განხილვა (განათლების ცენტრის მიერ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 16 იანვრის N06/146 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მ/შ ე. კვიკვინიას 2014 წლის 20 იანვრის N9 წერილის განხილვა (ანგარიში გაერთიანების მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 16 იანვრის N06/55 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ივლისის N17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გ. ქაჯაიას 2014 წლის 21 იანვრის N06/56 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტისა და „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორის მ/შ ზ.ლატარიას 2014 წლის 21 იანვრის N6 წერილის განხილვა (ანგარიში საფეხბურთო სკოლის მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის 2014 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის 2014 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის 2014 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია- საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის 2014 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის 2014 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
12. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)