2014 წლის 19 მაისის გაიმართა საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის (N39 07.04.2014) განცხადების განხილვა (ფრაქციის შემადგენლობაში ცვლილების თაობაზე)
(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მ. გულუა 2014 წლის 28 აპრილის N268 წერილის განხილვა (ჭალადიდის თემში მცხოვრებ ლილუშა ბერაიას საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ცოფის სალიკვიდაციოდ, შეზღუდვის დაწესების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 მაისის N06/682 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 13 მაისის N06/692 წერილის განხილვა („შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ბ. ბერაია - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მ/შ ე. კვიკვინიას 2014 წლის 16 მაისის N191 წერილის განხილვა (გაერთიანების წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)