2015 წლის 26 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 ივნისის 06/1027 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 ივნისის 06/1040 წერილის განხილვა („სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 ივნისის 06/1043 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით პრივატიზებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 ივნისის 06/1044 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. „ნუგზარ ნადარაიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 26 ივნისის 06/1062 წერილის განხილვა („ქალაქ ხობში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)