30 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. საინიციატივო ჯგუფის 2015 წლის 28 სექტემბრის N272 განცხადების განხილვა (თამარ გვერდწითელისთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
ბიუროს წევრების მიერ ერთხმად იქნა მოწონებული საინიციატივო ჯგუფის წინადადება თამარ გვერდწითელისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე.