2015 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. „ფრაქცია „ხობის“ თავმჯდომარის ვ. კუკავას (N314 23.10.2015) განცხადების განხილვა (ფრაქცია „ხობის“ თავმჯდომარის ცვლილებასთან დაკავშირებით)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 20 ოქტომბრის N05/1750 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 20 ოქტომბრის N04/1751 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე)
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 20 ოქტომბრის N05/1770 და 23 ოქტომბრის N05/1772 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 ოქტომბრის N05/1773 და 26 ოქტომბრის N05/1776 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე).