2016 წლის 26 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 9 თებერვლის N04/282 და 2016 წლის 17 თებერვლის N04/355 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლ. ცატავას 2016 წლის 10 თებერვლის № 11 განცხადების განხილვა (სოციალურ საკითხთა კომისიიდან გაყვანის თაობაზე).
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ქ. ოდიშარიას 2016 წლის 10 თებერვლის №67 განცხადების განხილვა (იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიიდან გამოსვლის თაობაზე).
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 15 თებერვლის N03/335 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 17 თებერვლის N05/351 წერილის განხილვა („ქ. ხობში ცენტრალური სტადიონისთვის პაატა თათარიშვილის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 24 თებერვლის N05/422 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 24 თებერვლის N05/423 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული მოძრავი ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის №12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავჯდომარის გ. სიჭინავას 2016 წლის 24 თებერვლის 13/06 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
9. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 25 თებერვლის N03/435 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
10. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 25 თებერვლის N04/437 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს გაწეული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);