7 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა,
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 4 მარტის N03/506 წერილის განხილვა („სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 7 მარტის N04/507 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 7 მარტის N05/512 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);