18 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავჯდომარის ლ. ცატავას 2016 წლის 14 აპრილის N26/08 მოხსენებითი ბარათის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ.ქაჯაიას 2016 წლის 14 აპრილის N04/959 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე)
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე
(მომხსენებელი: ნ. შუშანია -სამანდატო-საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე).