30 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 28.06.2016 წლის №03/1516 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 29.06.2016 წლის №05/1528 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);