27 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 24 აგვისტოს N03/2010 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 16 სექტემბრის N05/2339 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა“ და „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).