26 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 18 ოქტომბრის N04/2656 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - სექტემბრის შესრულების ანგარიში);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 25 ოქტომბრის N03/2729 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);