27 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსის მ. ნაჭყებიას 2017 წლის 24 მარტის N11/1061 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე“);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 27 მარტის N03/1073 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე“);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თ. გულუას 2017 წლის 6 აპრილის N27/12 განცხადების განხილვა („ფრაქციის წევრის რ. სერგიას მიერ ფრაქციის დატოვების თაობაზე“);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 24 აპრილის N04/1518 და 2017 წლის 24 აპრილის N04/1525 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარის ვ. კუკავას 2017 წლის 24 აპრილის N183 განცხადების განხილვა (ფრაქცია „მაჟორიტარების“ შექმნის შესახებ);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);