12 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 11 ივლისის N06/2851 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 11 ივლისის N04/2852 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე).