27 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის კ. გულედანის 2018 წლის 7 თებერვლის N01/382 წერილის და ხობის მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ვ. ქანთარიას 2018 წლის 21 თებერვლის N26/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის
კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 9 თებერვლის N19/01 განცხადების და ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 თებერვლის N03/902 წერილის განხილვა („საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის ა. ვარდიას 2018 წლის 1 თებერვლის N15/480 წერილის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 9 თებერვლის N20/01 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 12 თვის ანგარიშის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 12 თებერვლის N22/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 14 თებერვლის N23/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ანგარიშის წარდგენის ოქმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 19 თებერვლის N05/765 წერილის განხილვა:
- „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
- „ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
- „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
- „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის
კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 20 თებერვლის N03/784 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 21 თებერვლის N04/835 და 2018 წლის 23 თებერვლის N04/855 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 21 თებერვლის N25/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 თებერვლის N05/856 წერილის განხილვა:
- „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 ნოემბრის №54 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
- „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
- „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 თებერვლის N03/872 და 2018 წლის 26 თებერვლის N03/893 წერილების განხილვა:
- „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
- „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 თებერვლის N06/873 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2018 – 2022 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N84 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის
კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 თებერვლის N04/883 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
- ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 თებერვლის N04/883 წერილის განხილვა ( „ხობის მუნიციპალიტეტში რკინიგზის გადასასვლელებთან ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის
კომისიის თავმჯდომარე);