30 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 9 ოქტომბრის N04/4171 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - სექტემბრის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 17 ოქტომბრის N09/4234 და 19 ოქტომბრის N09/4263 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 19 ოქტომბრის N03/4273 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 26 ოქტომბრის N107/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 29 ოქტომბრის N05/4357 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობისა და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №16 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებლები: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე.