20დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 19 დეკემბრის N06/5020 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებლები: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 19 დეკემბრის N03/5027 წერილის განხილვა:
• „აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურიზმის მართვის ცენტრი“ ერთობილვად დაფუძნების თაობაზე გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N43 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ერთობილვად დაფუძნების თაობაზე გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე.
(მომხსენებლები: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).