15 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 11 აპრილის N06/1139 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 11 აპრილის N06/1140 წერილის განხილვა („სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 11 აპრილის N05/1144 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (აღნაგობის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 12 აპრილის N06/1171 წერილის განხილვა (,,ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).