28 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 11 იანვრის N50-502101117 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 26 იანვრის N50-502102644 წერილის განხილვა („საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 27 იანვრის N50-50210271 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტების შესახებ);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 27 იანვრის N50-502102794 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №81 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ “ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)