24 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 22 თებერვლის N50-502105334 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 23 თებერვლის N50-502105419 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თეა გელანტიას 2021 წლის 24 თებერვლის N51-51210552 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა;
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2021 წლის სამუშაო გეგმა.
(მომხსენებელი: თეა გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);