29 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 25 ივნისის N50-502117636 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტარიელ ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 28 ივნისის N50-502117977 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2021 წლის მუნიციპალური პროგრამის თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების,
კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 28 ივნისის N50-502117980 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრასა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: დავით ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა ქაჯაიას 2021 წლის 29 ივნისის N50-502118023 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა
და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).