25 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი;
1.ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2022 წლის 21 თებერვლის N50-502205122 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე).