6 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 2 აგვისტოს N50-502321427 წერილის განხილვა (ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - ივნისის შესრულების შედეგების შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2.ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 29 აგვისტოს N50-502324127 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №41 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 31 აგვისტოს N50-502324327 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე “ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 31 აგვისტოს N50-502324385 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 4 სექტემბრის N50-502324751 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: სოფელი გაშფერდი, სოფელი ზუბი და სოფელი ახალი ხიბულის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: სოფელი ბია, სოფელი ბია-საშონიო და სოფელი ზემო ბიას უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: ბულიშის, გიმოზგონჯილისა და დურღენას უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გამოღმა ქარიატა და გაღმა ქარიატა უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გვიმარონისა და ჭითაუშქურის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: სოფელი დასახლება, სოფელი ნოჯიხევი, სოფელი ზენი, სოფელი კუთხე ნოჯიხევი და სოფელი ნაფოშტუს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის თორსა - დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: სოფელი თორსა, და სოფელი საბუკიოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოში უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 4 სექტემბრის N50-502324791 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 4 სექტემბრის N50-5023247122 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2023-2024 წლებში დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
8. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2023 წლის 5 სექტემბრის N50-502324857 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე).