20 ოქტომბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მ. თათარიშვილის 2023 წლის 18 ოქტომბრის N51-51232911 განცხადების განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრისN34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მ. თათარიშვილის 2023 წლის 18 ოქტომბრის N51-51232912 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ზღვრული ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 აპრილის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2023 წლის 18 ოქტომბრის N50-502329149 და 2023 წლის 20 ოქტომბრის N50-502329318 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დოდო გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2023 წლის 19 ოქტომბრის N50-502329256 წერილის განხილვა:
• ,,ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• ,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით ( იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ’’ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2023 წლის 19 ოქტომბრის N50-502329275 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ.
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე).