27 მარტს, გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სხდომის თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ბიუროს წევრებს მიულოცა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება და შემდგომი წარმატებები უსურვა ეროვნულ ნაკრებს.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მ. თათარიშვილის 2024 წლის 20 მარტისN51-512240803 განცხადების განხილვა („ფრაქცია „თავისუფალი პლატფორმის“ რეგისტრაციის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2024 წლის 25 მარტის N50-502408526 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2024 წლის 25 მარტის N50-502408532 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ლელა შამათავას 2024 წლის 25 მარტის N51-51240855 განცხადების განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დ. ბუკიას 2024 წლის 26 N50-50240861 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალ სოფელ მეორე გურიფულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე).