26 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2025 წლის 24 თებერვლის N50-502505520 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).