28 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2025 წლის 5 მაისის N50-502512525 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“) განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
2.ხობისმუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2025 წლის 20 მაისის N50-502514049 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
3.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარის ბექა მამაცაშვილის 2025 წლის 23 მაისის N51-51251135 განცხადების განხილვა „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში შოთა რუსთაველის ქუჩის პირველი შესახ ვევისთვის სპარტაკ ბუკიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე)