25 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 4 თებერვლის N50-502603576 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვლადიმერ ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 13 თებერვლის N50-502604488 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მედეა თათარიშვილის 2026 წლის 16 თებერვლის N51-51260472 განცხადების განხილვა („ფოთის საქალაქო სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის მედეა თათარიშვილის 2026 წლის 16 თებერვლის N51-51260473 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე).