28 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2025 წლის 5 ნოემბრის N50-502530913 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 მაისის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 23 აპრილის N50-50261134 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მედეა თათარიშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო - საპროცედურო და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 24 აპრილის N50-502611425 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 24 აპრილის N50-502611445 და 28 აპრილის N N50-502611815 წერილების განხილვა („საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2026 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ბექა მამაცაშვილი - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ინფრასტრუქტურისა და სივრცით - ტერიტორიული დაგეგმარების
კომისიის თავმჯდომარე);
5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 27 აპრილის N50-502611736 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 27 აპრილის N50-502611747 წერილის განხილვა („ 2025 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშის შესახებ“);
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);
7. ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას 2026 წლის 27 აპრილის N50-502611749 წერილის განხილვა (ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარი - მარტის შესრულების შედეგების თაობაზე).
(მომხსენებელი: ლევან ლიპარტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე).