28 ივლისს მსოფლიო C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სს „სამედიცინო კორპორაცია ევექს“-მა 28-29 ივლისს საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ხობის ჰოსპიტალმა მოსახლეობას ჰეპატიტ C-ზე უფასო ტესტირება ჩაუტარა.
ჰეპატიტ C -ზე უფასო ტესტირება ხობის მუნიციპალიტეტში 120 ადამიანს ჩაუტარდა, აქციაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა.