ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ლიპარტია და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულიდან სერგო ბერაია გაეცნენ.
პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულების ჯამი 901693 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არქეოპოლისი“ აწარმოებს