სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ხელშეწყობით ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ“ და პარტნიორმა ორგანიზაციამ „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (RCDA) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში რეგიონალური შეხვედრა ჩაატარეს, შეხვედრას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმდომარის მოადგილე გოჩა სიჭინავა, განათლებისა და განვითარების ცენტრი თოლისკურის თავმჯდომარე გვანცა კიკალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფერმერები, კერძო სექტორისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
შეხვედრა რომლის ძირითადი მიზანი იყო, ხელი შეეწყო დიალოგისთვის ფერმერების, ბიზნესისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში ჩატარდა.