დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საკრებულოს საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსმა დავით ჭანტურიამ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ორგანიზაციებში მონიტორინგი განახორციელეს და სიმბოლურად პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი დაარიგეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებსაც შეხვდენენ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორცილებისას საკრებულოს ჩართულობასა და მხარდაჭერაზე ისაუბრეს. განმარტეს, რომ დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება და შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან პირბადის ტარებაა. ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.