10 მაისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო მოყვარულთა ლიგის ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 21 გუნდი, რომლებიც ტერიტორიული პრინციპით 4 ზონაში არიან გადანაწილებული. საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.
ტურნირის გახსნით მატჩს, ადგილობრივი თვითმართველობის მოსამსახურეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდა.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.