16 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა დახურული კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად.
კონკურსზე დარეგისტრირდა 7 კანდიდატი. დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად მომდევნო ეტაპზე გადავიდა 1 კანდიდატი, რომელიც გასაუბრებაზე გამოცხადდა.
დახურული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.