15 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წლის 13 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში პოზიციაზე, გამოცხადებული დახურული კონკურსის ფარგლებში, გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
დახურული კონკურსზე დარეგისტრირდა 3 განაცხადი, დოკუმენტაციის გადარჩევის საფუძველზე მომდენო ეტაპზე გადავიდა 1 კანდიდატი, გასაუბრებაზე გამოცხადდა 1 კანდიდატი.
დახურული კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.