12 აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე დასრულდა ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში ბიჭუნათა შორის.
ტურნირში ხობის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა
I ადგილი - ხეთის საჯარო სკოლის გუნდი
I I ადგილი ხობის N-2 საჯარო სკოლის გუნდი
III ადგილი ხობის N-1 საჯარო სკოლის გუნდი
სპორტულ ღონისძიებას ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები თასებითა და სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.